LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ მარეგულირებელ კომისიებში ხელფასის ზღვრის დადგენას ითხოვს

62

საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

კანონპროექტი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

„მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომითი ანაზღაურება არაადეკვატურად მაღალია და არ შეესაბამება გაწეული სამუშაოების ხასიათსა და მოცულობას. მაგალითად, საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ერთ-ერთი წევრის წლიური ანაზღაურება 246 272 ლარს შეადგენს, რაც თვეში 20 000 ლარზე მეტია, რაც სამჯერ აღემატება საქართველოს პრეზიდენტის ერთი თვის შრომის ანაზღაურებას. შესაბამისად, კანონპროექტის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის თვიური შრომის ანაზღაურების ზედა ზღვრის დაწესება. ინიციატივის მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის წევრის, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების 1 თვის ოდენობას,” – აცხადებენ ”ნაციონალურ მოძრაობაში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები