LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენმ“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ქართულ ოცნებას“ მალულად შეხვედრია – პრობლემა ოპოზიციის ამ ნაწილის თვალთმაქცობაში და არათანამიმდევრულობაშია, რომელიც კვებავს ოცნებას: ნათია მეზვრიშვილი

187
Untitled design (2)

პარტია „ენმ“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო ცვლილებებზე იმსჯელეს.

შეხვედრას პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ეხმიანება და წერს, რომ „აღნიშნული სამი ოპოზიციური პარტია თვალთმაქცურად და არათანმიმდევრულად იქცევა, როდესაც მალულად ხვდება „ქართულ ოცნებას“.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, „მოლაპარაკების ერთადერთი მიზანი, პარლამენტში ადგილებისთვის ვაჭრობაა“.

მეზვრიშვილი საზოგადოებას ურჩევს, „მომავალ არჩევნებზე გაითვალისწინონ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა არამხოლოდ ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევას ნიშნავს, არამედ ასეთი არათანმიმდევრული, პირადი ინტერესის ქვეყნის ინტერესზე წინ დამყენებელი ოპოზიცია „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას ახანგრძლივებს“.

„სამი ოპოზიციური პარტია (ენმ, ლელო და სტრატეგია) ოცნებას მალულად შეხვედრია საარჩევნო ცვლილებებზე. პრობლემა ერთად დაჯდომაში კი არ არის, რომლის მომხრე ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ქვეყნის ინტერესებისთვის. პრობლემა ოპოზიციის ამ ნაწილის მოტივაციაში, თვალთმაქცობაში და არათანმიმდევრულობაშია, რომელიც ყოველთვის კვებავს ოცნებას.

ეს ოპოზიციის ის ნაწილია, რომელიც ოცნებასთან ერთად ქვეყნის ინტერესებისთვის არ დაჯდა სამუშაო ჯგუფებში, პირველივე დღიდან წარმართა პარალელური პროცესი და ოცნებას მისცა საკუთარი პასუხისმგებლობის ოპოზიციაზე გადატანის შესაძლებლობა, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას შეუქმნა ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი.

ეს ოპოზიციის ის ნაწილია, რომელიც სამუშაო ჯგუფებში არყოფნის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ეს ჯგუფები არაფორმალურია (არგუმენტი, რაც დღემდე ვერ გაიგო ვერავინ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ).

ეს ოპოზიციის ის „თანმიმდევრული“ ნაწილია, რომელიც მუდმივად მოუწოდებს რადიკალური ნაბიჯებისკენ, პარლამენტიდან გასვლისკენ, უარს ამბობს „რუსულ ოცნებასთან“ და „პუტინის კაცთან“ თანამშრომლობაზე, საზოგადოებას მოუწოდებს აქციებისკენ და ა.შ. … და ვერც ერთ ჯერზე ვერ ასრულებს დაპირებას – ბრუნდება პარლამენტში, წყვეტს აქციებს და როგორც აღმოჩნდა, თანამშრომლობს კიდეც ოცნებასთან, რითაც საბოლოო ჯამში, საზოგადოებაში ნერგავს ნიჰილიზმს და ასაზრდოებს ოცნებას.

არაფერი გამკვირვებია – როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ხალხმა, რომელმაც ქვეყნის ინტერესებისთვის კომპრომისი ვერ შეძლო ვერასოდეს, ახლაც კომპრომისი დაუშვა პარტიული ინტერესებისთვის და ეს არ არის პირველი შემთხვევა. მაშინაც გამოვეხმაურე, როცა პარლამენტში საკუთარი ერთი და ორი ადგილისთვის გენერალური პროკურორის არჩევის წესზე (რომელიც ფუნდამენტურია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისთვის) ევაჭრნენ ოცნებას და ახლაც ვთვლი, რომ მალული მოლაპარაკების ერთადერთი მიზანი პარლამენტში ადგილებისთვის ვაჭრობაა და ეს მაშინ, როცა ოცნების საკანონმდებლო ცვლილებებით (რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ვენეციის კომისიამ შემაშფოთებელი უწოდა) ვერ გვარდება არჩევნებზე შავი ფულის და სისტემური ზეწოლის პრობლემა, რაც სადამკვირვებლო მისიებზე ოცნების შეტევის პარალელურად, პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ, ოცნებამ 2024 წლის არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო.

ამიტომ, მომდევნო არჩევნებზე რომ მივალთ, არამხოლოდ ის უნდა გვახსოვდეს, რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევას ნიშნავს, არამედ ისიც, რომ ასეთი არათანმიმდევრული, პირადი ინტერესის ქვეყნის ინტერესზე წინ დამყენებელი ოპოზიცია ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას ახანგრძლივებს“, – წერს ნათია მეზვრიშვილი.

 

სამი ოპოზიციური პარტია (ენმ, ლელო და სტრატეგია) ოცნებას მალულად შეხვედრია საარჩევნო ცვლილებებზე. პრობლემა ერთად…

Posted by Natia Mezvrishvili on Thursday, December 8, 2022