LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ: ჯანმრთელობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძე შიმშილობას წყვეტს

191
დავით კირკიტაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.

ინფორმაციას ამის შესახებ პარტიაში ადასტურებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, კირკიტაძე ამ ეტაპზე „ნიუ ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე სხვა დეპუტატებთან ერთად, პარლამენტში 15 დეკემბრიდან შიმშილობდა. მათ პროტესტის ამ ფორმას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მიმართეს.

„შიმშილობას ვაპირებ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება“ – პარლამენტში მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები