LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ის ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

171
ლევან ხაბეიშვილი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, წევრები და თანამშრომლები პარტიაში შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას მოქმედ მენეჯმენტს აკისრებენ და პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მოუწოდებენ, თანამდებობა დატოვოს.

საერთო განცხადება აღნიშნულის თაობაზე სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სოციალური ქსელის გვერდზე ვრცელდება.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი.

„პარტია განადგურებულია, მისი ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელილი, ერთადერთი ემოცია რასაც ხალხში იწვევთ არის დაცინვა“ – გიორგი არველაძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია.

მოვუწოდებთ, ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნეს ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით“, – აღნიშნულია საერთო განცხადებაში.

„არც ერთი თანამდებობა არ ღირს იმად, რომ პარტიის ერთიანობა დაირღვეს - ამ სიტუაციაში გამოსავალია, ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვოს“ – გიორგი მუმლაძე

„სამწუხაროდ, დღევანდელი პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები, პარტიის კონსოლიდაციას ხელს არ უწყობს“.

განცხადებას ხელს აწერენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თავმჯდომარე, წევრები და ამავე ფრაქციიდან საკრებულოს თანამშრომლები, ჯამში 17 პირი.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმაც, სადაც აღნიშნულია, რომ „პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, არის მძიმე კრიზისი, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის, მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არ არსებობა“.

ლევან ხაბეიშვილი – არ მოგენატრათ გამარჯვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა?.. ღმერთმა დალოცოს საქართველო, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!

„იმისთვის, რომ ერთობა გახდეს შესაძლებელი, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგენლობითმა ყრილობამ აირჩიოს პოლიტიკური საბჭო.

ამ პოზიციას იზიარებენ და განცხადებას ხელმოწერით უერთდებიან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 11-იდან 10 საკრებულოს წევრი: ია ჯიშკარიანი, გურიელ ქარდავა, ლევან ლაშხია, ლელა ადანაია, ვეფხვია ფოცხორაია, მოგელი ხუხია, ნინო ბოკუჩავა, ბესიკ თამლიანი, ფელიქს წურწუმია, ჯანსუღ ჯიშკარიანი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ენმ-ის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნა წერილობით გაავრცელეს ჭიათურის საკრებულოს წევრებმაც.

„ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად დაშლილია, მხოლოდ სატელევიზიო სივრცეში არსებობენ, თუმცა ეს კარგია, დრამატულად ეშვება მათი რეიტინგი – მამუკა მდინარაძე

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან, პოლიტსაბჭოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, კრიზისი შეიქმნა, რომელიც, მას შემდეგ, მხოლოდ მწვავდება.

„პარტიის თავმჯდომარე პრობლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს.

ვიდეო: „ნიკა მელია აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“ – რა კითხვას უპასუხა წერილობით ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში

პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეუსრულებელ დაპირებებსა და შექმნილ ვითარებაზე და გადადგეს“. – ნათქვამია განცხადებაში, რომლის მოთხოვნას ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხუთივე წევრი: გოგი ჩიკვილაძე, სიმონ ჯაფარიძე, ქეთი ცხოვრებაძე, ზურაბ კეთილაძე და ილიკო ჩიკვილაძე უერთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები