LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ის წევრები და სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთავის ციხისკენ ავტოკოლონებით მიემართებიან

118
Untitled design (7)

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ავტოკოლონებით რუსთავის პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართებიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, რუსთავსა და ბათუმში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციებს გამართავს

მსვლელობის მონაწილეები ციხესთან აქციას გამართავენ და კიდევ ერთხელ მოითხოვენ, ექსპრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრის დროს ენმ-ის წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გააკეთონ:

“აქ არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა და მისი სიცოცხლის გადარჩენა სცილდება ვიწროპარტიულ ინტერესს. მსვლელობა დაანონსდა რუსთავის ციხემდე. შესაბამისად, შემოგვიერთდნენ როგორც პარტიის ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. აქტიურობა ორი მიმართულებითაა: საერთაშორისო მიმართულებით მივხედავთ პარტიის ლიდერების ვიზიტებს უცხოეთში და ადგილზე აქციები გაიმართება”, – თქვა ნადირაძემ.

შეგახსენებთ, დღესვე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმის უნივერსიტეტთან 19:00 საათზე.

ფოტო მთავარ სლაიდზე: IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები