LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ის აქციაზე დაკავებულებიდან, სამი პირი სასამართლომ მომდევნო პროცესამდე გაათავისუფლა

90

საკრებულოს შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დაკავებულებებიდან სამი პირი საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მომდევნო სხდომამდე გაათავისუფლა.

სოსო გურულის, ზურაბ ბერიაშვილის და პაატა დევიძის სასამართლოო პროცესი 17 ოქტომბერს გაგრძელდება. სხდომის გადადების მიზეზად მოსამართლემ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოთხოვნა დაასახელა. დანარჩენ 11 დაკავებულზე სასამართლო სხდომა გრძელდება.

 

აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობენ. სოსო გურულის განცხადებით, დაკავებისას სამართალდამცავები ურტყამდნენ.