„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ამ წუთებში აქციას ე.წ. მატროსოვის ციხესთან მართავენ. ოპოზიციის წევრები, გიორგი ონიანის პატიმრობის პირობებს აპროტესტებენ. ადგილზე ცოტა ხნის წინ პოლიციის დამატებითი ძალებიც გამოიძახეს.
საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კოტე იოსელიანიც.
„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ცდილობს, სათითაოდ დააპატიმროს ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად არის პატრიოტულად განწყობილი და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, მისი დემოკრატიული განვითარება,“ – ამბობს კოტე იოსელიანი.
ადვოკატი ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ დღეს, გოგა ონიანის გარდა, კიდევ ბევრი პოლიტპატიმარია, რომელთა რაოდენობაც იზრდება.