LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ენკა რინიუებლზი” სასამართლოში არ გამოცხადდა, კომპანია საქმის განხილვას ხელოვნურად აჭიანურებს: საია

47
BeFunky-collage (17)

დღეს, კომპანია „”ენკა რინიუებზლის” მიმართ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული რიგი პირობების დარღვევის გამო, წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა ნამახვანჰესის კასკადის მშენებელი კომპანიის მხრიდან არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ინფორმაციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. 

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სასამართლოსთვის უცნობია, რა გახდა მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, რადგან კომპანია “ენკა რინიუებზლს” საქმის განმხილველი სასამართლოსთვის არ წარუდგენია საპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი:

“როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას სასამართლოსთვის, საქმესთან დაკავშირებით, არც სხვა დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია ამ დროისთვის, რაც დაადასტურებდა მშენებელი კომპანიის მხრიდან იმ პირობების შესრულებას, რომელიც ჯერ კიდევ ჰესის მშენებლობის დაწყებამდე უნდა შეესრულებინა.

აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმით ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 2020 წლის 16 ოქტომბერს დაათვალიერეს პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული ტერიტორია. ინსპექტირების შედეგად დეპარტამენტმა დაადგინა, რომ შპს “ენკა რინიუებზლს” არა აქვს შესრულებული როგორც ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის # 2-191 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული 15 პირობა. თუმცა, სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდა და ის საზოგადოებითვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, 4 თვის შემდეგ, “მწვანე ალტერნატივას” საჩივრის საფუძველზე.” – აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები