კომპანია „ენკა რინიუებლზი“ კომპანიის დირექტორის საქართველოს სახალხო დამცველთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს, 4 აპრილს, „ენკა რინიუებლზმა“ მიმართა სახალხო დამცველს, შეესწავლა პროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან კომპანიის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფის ფაქტები. კომპანიამ ითხოვა უფლებადამცველთან შეხვედრა, რასაც მოჰყვა სათანადო რეაგირება და „ენკა რინიუებლზის“ დირექტორი მერაბ ლომინაძე სახალხო დამცველს დასავლეთ საქართველოში მადონა ბასილაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მერაბ ლომინაძემ სახალხო დამცველის კითხვებს უპასუხა, გააცნო არსებული სიტუაცია, თუ რა ვითარებაში უწევთ კომპანიის თანამშრომლებს მუშაობა.
თურნავა: ის მიზეზი, რაც "ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს იწვევდა, მოხსნილია - კაშხლის მშენებლობა გადაიდო
მინისტრის თქმით, დაწყებულია ღია დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან, ექსპერტთან და გახსნილია ყველა კვლევა, რაც წლების მანძილზე აქვს მომზადებული კომპანიას.
დაინტერესების შემთხვევაში, კომპანია მიაწვდის ყველა საჭირო დოკუმენტაციას საქართველოს სახალხო დამცველ ორგანოს.
შეხვედრაზე მერაბ ლომინაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომპანია მზადაა ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან კონსტრუქციული დიალოგისთვის.
კომპანია „ენკა რინიუებლზი“ იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის ოფისის მხრიდან ამ ყველაფერს მოჰყვება სათანადო რეაგირება“, – ნათქვამია „ენკა რინიუებლზის“ განცხადებაში.