LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთების მესამედი უკვე გაიყიდა

42

ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი, ენიო მორიკონე საქართველოში ჩამოდის. ის „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონს გახსნის. ღონისძიება არენაზე 19 მაისს არის ჩანიშნული. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ რომის სიმფონიური ორკესტრი და თბილისის ოპერის გუნდი.

ენიო მორიკონე თავის გუნდთან ერთად ბათუმის აეროპორტში ჩარტერული რეისით 18 მაისს ჩაფრინდება. მისი 121-კაციანი გუნდი სასტუმრო „პარაგრაფში“ დაბინავდება

ცნობილია რეპერტუარი, რომელსაც ენიო მორიკონე ორკესტრთან ერთად წარმოადგენს. ღონისძიებაზე აჟღერდება ყველა ის ცნობილი მელოდია, რომელიც გენიალურ ფილმებში მოგისმენიათ.

ბილეთების გაყიდვა დღეს დილის 9 საათიდან საიტზე tkt.ge დაიწყო. დღის 3 საათის მონაცემებით, ბილეთების მესამედ უკვე გაყიდულია, მათ შორის თითქმის ამოწურულია ყველაზე იაფიანი, 60-ლარიანი ბილეთების რაოდენობაც.

აღსანიშნავია, რომ კონცერტზე არ იქნება დასადგომი ადგილები. წინ, „გოლდენ რინგის“ ნაცვლად, პარტერია გაკეთებული, კონცერტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები