LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენიო მორიკონეს  გარდაცვალების შემდეგ მისი „იდუმალებით მოცული“ ალბომი გამოვიდა

127
eniomorikone2011

ენიო მორიკონეს გარდაცვალების შემდეგ გაყიდვაში მისი ალბომი გამოვიდა, რომელზეც ლეგენდარულმა მაესტრომ მუშაობის დასრულება ვერ მოასწრო. ალბომის სახელწოდებაა Morricone Segreto, რომელშიც სულ 7 კომპოზიციაა შესული. ისინი მუსიკოსმა 60-დან 80-იანი წლების ინტერვალში ჩაწერა. დისკი შეფასებულია, როგორც განსხვავებული და გამორჩეული. მუსიკის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მსმენელი აქ სხვანაირ, „იდუმალებით მოცულ“ ენიო მორიკონეს გაიცნობს.

ალბომი Decca Records-მა გამოუშვა და ის ონლაინ-პლათფორმებზე განთავსდა. ალბომის გამოშვება მაესტროს 92 წლის იუბილეს დაამთხვიეს. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული კომპოზიტორი 6 ივლისს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები