მუსიკა ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ხშირ შემთხვევაში სწორედ მელოდიით გვამახსოვრდება ფილმის ყველაზე დრამატული ეპიზოდი. მაშინ, როდესაც კინოფილმებისთვის შექმნილ მუსიკაზე ვსაუბრობთ, პირველი ყველას ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი, „ოსკარის“, „გრემის“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი კომპოზიტორი, ენიო მორიკონე გვახსენდება, რომელმაც მუსიკა უამრავი ლეგენდარული, ეპოქალური ფილმისთვის შექმნა. მორიკონეს ანგარიშზე 500-ზე მეტი ნაწარმოებია. 2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის „ოსკარის“ პრემია მიენიჭა.
წარმოგიდგენთ ენიო მორიკონეს ყველაზე ცნობად მელოდიებს საკულტო ფილმებიდან:
სერჟიო ლეონეს საკულტო ვესტერნი კლინტ ისტვუდით მთავარ როლში მსოფლიოს საუკეთესო ფილმების სიაში შედის. სწორედ ამ ფილმისთვის შექმნილი მთავარი მუსიკალური თემა მსოფლიოს ყველაზე ცნობად მელოდიად ითვლება.
https://www.youtube.com/watch?v=h1PfrmCGFnk
ფილმი, რომელიც ვიზუალურ შედევრად ითვლება და რომლის გადაღებების შემდეგ ტერენს მალილი 20 წლით ჩამოშორდა კინემატოგრაფიას. ენიო მორიკონეს მუსიკამ ფილმზე ნამდვილი გარდატეხა მოახდინდა, განსაკუთრებით ფილმის დასაწყისში, ტიტრების დრო გაჟღერებულმა მელოდიამ.
კინოშედევრად მონათლული ლეგენდარული ფილმი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით არასოდეს ბერდება, ისევე როგორც თავად მუსიკა შექმნილი კინოფილმისთვის. კრიტიკოსები თვლიან, რომ კინოსურათი ეპიკურად სწორედ ენიო მორიკონეს მუსიკამ აქცია.საუნდტრეკი
ამ ფილმით მორიკონემ კრიმინალურ დრამაში მუსიკალური ჟანრის ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი. რეალურ მოვლენებზე გადაღებული ამ ფილმის საუნდტრეკისთვის, მორიკონემ ბრიტანული კინოაკადემიის პირველი პრემია მიიღო.
ახალი კინოთეატრი „პარადიზო“ (1988)
ფილმი ჯუზეპე ტორნატორესა და ენიო მორიკონეს თანამშრომლობის ეპოქის დასაწყისად იქცა. კინოსურათი ერთნაირად ტრიუმფალური გახდა როგორც რეჟისორისთვის, ასევე კომპოზიტორისთვის. მან „ოკსარი“, „ოქროს გლობუსი“, „ბაფტა“ და კანის კინოფესტივალის პრიზი მოიპოვა.
მაიკლ ნიკოლსის გახმაურებული საშინელებათა ფილმი „მგელი“, ჯეკ ნიკოლსონით მთავარ როლში, ასევე გამორჩეულია ფილმისთვის შექმნილი ორიგინალური მუსიკით. სწორედ ფილმის მთავარი მუსიკალური თემისთვის მორიკონე „გრემიზე“ იყო წარდგენილი.
ჯუზეპე ტორნატორეს კიდევ ერთი გახმაურებული ფილმი მონიკა ბელუჩის მონაწილეობით. ენიო მორიკონეს მიერ შექმნილი საუნდტრეკი კი „ოქროს გლობუსის“ მფლობელი გახდა.
ქუენტინ ტარანტინოს ამ გახმაურებულ კინოსურათში ბრედ პიტისა და კრისტოფ ვოლთსის მონაწილეობით, ბევრი კომპოზიცია ჟღერს. დაწყებული ვესტერნისთვის დამახასიათებელი ჟანრით, დასრულებული რიტმ-ენ-ბლუზის ელემენტებით. სწორედ კლასიკური ჟანრის მელოდიები ფილმისთვის ტარანტინომ ენიო მორიკონეს მიანდო.
ტარანტინოს კიდევ ერთი ფილმი-ვესტერნი, რომელიც მთლიანად გაჯერებულია მუსიკით და ყველაზე ცნობადი ბალადები აქაც მორიკონეს ანგარიშზეა.
საინტერესოა, რომ ფილმისთვის მუსიკა ენიო მორიკონემ ისე დაწერა, რომ თავად ფილმი არ უნახავს. სწორედ ფილმის მთავარმა თემამ კომპოზიტორს ნანატრი „ოსკარიც“ მოუტანა.
ჟორჟ ლოტნერის მიერ გადაღებული ფილმი, რომელიც 1981 წლით თარიღდება. ფილმში მთავარ როლს ჟან-პოლ ბელმონდო ასრულებს. მორიკონეს საკულტო მელოდია, ფილმის სიუჟეტს ბევრად უფრო ტრაგიკულ და დრამატულ იერს ჰმატებს.