საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოჯახი, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
ამის შესახებ შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
“ოკუპირებული გალიდან ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ოჯახების მხარდაჭერა მიმდინარეობს ტრაგედიის პირველივე დღეებიდანვე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გასწია პირველადი საჭიროებებისთვის აუცილებელი დახმარება ერთჯერადად და საქართველოს მთავრობა მათი საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე რა თქმა უნდა განაგრძობს ზრუნვას ამ ოჯახების, თითოეული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ. ამასთანავე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, გაუწევს ფინანსურ დახმარებას”-განაცხადა თეა ახვლედიანმა.