„ენგურჰესი“ 2019 წელს აღარ გაჩერდება, – ამის შესახებ სააგენტო „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მართალია, „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ის სამუშაოები, რაც ჰესის გაჩერებას გამოიწვევს, გადავადდა და სავარაუდოდ, 2020-2021 წლებში განხორციელდება.
„გაჩერება არ მოხდება წელს, სხვა სამუშაოები შესრულდება, თუმცა გაჩერებას რაც მოითხოვს – გვირაბის სარემონტო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2020-2021 წლებში განხორციელდება. მომზადების პროცესში ვართ, თუმცა 2021 წელს ნამდვილად არ გადასცდება. 28 მილიონი ევრო გამოიყო ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, თუმცა ზუსტი ბიუჯეტი სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ გვეცოდინება,“ – განმარტა ლევან მებონიამ.
ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.