LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგოსისტემაში შექმნილი შეფერხების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეზღუდვით მიეწოდება

81

ენერგოსისტემაში შექმნილი შეფერხების გამო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ღრმაღელისა და სამგორის სათავე ნაგებობებს ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. შედეგად, 21:00 საათიდან წყალმომარაგება შეზღუდვით მიეწოდება ვაზისუბნის და აეროპორტის დასახლებებს, ვარკეთილი 3-ის და მუხიანის მიკრორაიონების ნაწილს.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერიდან“ აცნობეს, მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება ელექტრომომარაგების აღდგენის შემდეგ ეტაპობრივად მოხდება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები