LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერ­გო­ომ­ბუდსმენი: ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ენერგეტიკის ლიცენზიის მქონე კომპანიის პასუხისმგებლობა არ იკვეთება

71
გესგტს

ენერ­გო­ომ­ბუდსმენი სა­ლო­მე ვარ­დი­აშ­ვი­ლი აცხადებს, რომ ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ენერ­გე­ტი­კის ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე კომ­პა­ნი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ იკ­ვე­თე­ბა.

როგორც ვარდიაშვილი აღნიშნავს, იქ მათ არ ევა­ლე­ბო­დათ რა­ი­მე ტი­პის დაც­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა.

“რო­გორც კი გაჟ­ღერ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს იყო ელექტრო­ე­ნერ­გი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი შემ­თხვე­ვა, და­ვინ­ტე­რეს­დი, ხომ არ იყო მომ­სა­ხუ­რე კომ­პა­ნი­ის ნა­წილ­ში რა­ი­მე დარ­ღვე­ვა. ჩემი, რო­გორც ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის თემა გახ­ლავთ ის, რომ კომ­პა­ნი­ამ მოგ­ვა­წო­დოს სა­თა­ნა­დო მომ­სა­ხუ­რე­ბა, მათ შო­რის პირ­ველ რიგ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბას ვგუ­ლის­ხმობ, მაგ­რამ აქ ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა მო­სუ­ლი არ არის,

პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე გა­მო­იკ­ვე­თა ის, რომ იყო ღიად დარ­ჩე­ნი­ლი, თუ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­დე­ნი, რო­მელ­საც არ მი­ხე­და იმ კომ­პა­ნი­ამ, რო­მელ­საც ევა­ლე­ბო­და. ის, რომ იქ ელექტრო­ე­ნერ­გია გა­დის, ამა­ზე არა­ვინ ვდა­ვობთ. თა­ვის­თა­ვად უნდა გა­დი­ო­დეს, მაგ­რამ ეს არ არის რო­გორც “თე­ლა­სის“, ასე­ვე “თელ­მი­კოს“ მოვ­ლის სა­გა­ნი. ეს არის უსაფრ­თხო­ე­ბის თემა, ვი­საც ეს ევა­ლე­ბო­და, თუმ­ცა, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გე­ტყვით. უბ­რა­ლოდ, ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე კომ­პა­ნი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ჩემ შემ­თხვე­ვა­ში ვამ­ბობ, პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვა­ში არ ჩანს, რად­გან იქ მათ არ ევა­ლე­ბო­დათ რა­ი­მე ტი­პის დაც­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა” , – გა­ნა­ცხა­და ვარ­დი­აშ­ვილ­მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები