LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგოატომი: სამხრეთში, ატომური ელექტროსადგურის მახლობლად რუსული რაკეტა ჩამოვარდა

68
BeFunky-collage (2)

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ იუწყება, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ნიკოლაევის ოლქის ქალაქ იუჟნოუკრაინსკში მდებარე ატომური ელექტროსადგურის რაიონზე.

მათი ცნობით, შეტევა წუხელ, 18 სექტემბერს სადგურის სამრეწველო ზონაში განხორციელდა.

“ენერგოატომ”-ის თანახმად, აფეთქების ტალღამ დააზიანა სადგურის შენობა, სადაც ჩამსხვრეულია 100-ზე მეტი ფანჯარა. სადგურის თანამშრომლებს შორის დაშავებულები არ არიან.

უკრაინის სახელმწიფო კომპანია აცხადებს, რომ ამჟამად ატომური ელექტროსადგურის სამივე ენერგობლოკი საშტატო რეჟიმით მუშაობს.

ზელენსკი: ალბათ, ვინმეს ეჩვენება, რომ გამარჯვებების სერიის შემდეგ დროებით ჩავწყნარდით, მაგრამ ეს არის მომზადება

4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ღამით განხორციელებული დაბომბვის შემდეგ რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დაკავება შეძლეს.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები