LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადება: უამინდობის გამო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავედით

161
68690175

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური, უამინდობის გამო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, უამინდობამ, საქართველოს რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და მწყობრიდან გამოიყვანა ტრანსფორმატორები, რის გამოც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება აბონენტების ნაწილს.

თბილისში, კავსაძის ქუჩაზე ხე წაიქცა

„ამ წუთებში, “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დღის განმავლობაში, უამინდობამ, საქართველოს რეგიონებში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, მწყობრიდან გამოიყვანა ტრანსფორმატორები და ა.შ. შუადღის შემდეგ ქარი განსაკუთრებით გაძლიერდა, რის გამოც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება აბონენტების ნაწილს მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში. აღნიშნულ რეგიონებს სრულად არ აქვთ შეწყვეტილი ენერგომომარაგება. შეზღუდვებია მხოლოდ გარკვეულ მიმართულებებზე.

სტიქია კახეთში - დასეტყვილია ვენახები

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ახლაც უამინდობაა.

მიუხედავად იმისა, რომ უამინდობა, ძლიერი ქარი და წვიმა აღდგენით სამუშაოებს ხელს უშლის, კომპანიის წარმომადგენლები ცდილობენ დროულად აწარმოონ სამუშაოები.

აგრეთვე, ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჰიდროელექტროსადგურების წყლის დონის კონტროლს, რათა ერთის მხრივ, მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მოდინებული რესურსის დამუშავება-გამოყენება და მეორეს მხრივ, არ მოხდეს თავად სადგურის დაზიანება.

,”ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს იმისთვის, რომ აბონენტებს შეძლებისდაგვარად დროულად მიეწოდოთ ელექტროენერგია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ძლიერ წვიმა, სეტყვა და ქარი – სინოპტიკოსები უამინდობას პროგნოზირებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები