LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დაზიანებული ელექტროქსელის დიდი ნაწილი უკვე აღადგინა

44789013_1706029469506919_6803781122363752448_n

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ელექტროქსელის დიდი ნაწილი უკვე აღადგინა.

კომპანიის ინფორმაციით, იმის გამო, რომ დღეს დილით, ძლიერი ქარის გამო მოტეხილმა ხეებმა ბათუმში დაბალი ძაბვის საჰაერო ელექტროქსელი დააზიანა, ძველი ბათუმის დასახლების მცირე ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა.

დაზიანებიდან რამდენიმე წუთშიენერგოპრო ჯორჯიასტექნიკური სამსახურმა ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოები და აღნიშნული დასახლების აბონენტების უმეტესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. მუშაობა კვლავ გრძელდება და ეტაპობრივად მიმდინარეობს ავარიების ლიკვიდაცია. ძლიერი ქარის გამო, ელექტროქსელი ასევე დაზიანდა დმანისის, წალკას, ნინოწმინდას და ახალქალაქის რაიონებშიც. ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა აღნიშნულ რაიონებშიც არ მომხდარა, თუმცა აბონენტების ნაწილს აქაც შეზღუდვით მიეწოდებოდა ელექტოენერგია. აღდგენითი სამუშაობი კვლავ გრძელდება და დღის ბოლომდე სრულად აღდგება ენერგომომარაგება“, – აღნიშნულია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები