საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ევროპას აფრთხილებს, რომ შესაძლოა, ზამთარში რუსეთმა კონტინენტს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს.
როგორც BBC წერს, მიმდინარე კვირაში რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ უკვე განაცხადა, რომ რუსეთისგან მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები მოცულობის გაზი მიიღო. თავად რუსული მხარე, ბრალდებებს უარყოფს და მოცულობების ნაკლებობას ტექნიკურ პრობლემებს უკავშირებს.
BBC-ის ცნობითვე, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ევროპას საგანგებო გეგმაზე მუშაობისკენ მოუწოდებს.