საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა, თანამდებობა დატოვა.
როგორც ვალიშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ის ემშვიდობება ენერგეტიკის სამინისტროს, მაგრამ ამ სფეროში რჩება.
„ბევრი საინტერესო წელი, ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი ემოცია, ბევრი წლის მერე დავემშვიდობე ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა ენერგეტიკას ვერ დავტოვებ,“ – წერს ვალიშვილი.