LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგეტიკის მინისტრის ახალი მოადგილე რომეო მიქაუტაძეა

105

ენერგეტიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის თანამდებობა რომეო მიქაუტაძემ დაიკავა.

რომეო მიქაუტაძე ამ დრომდე, „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი იყო. იქამდე, 2010-2013 წლებში კი – გენერალური დირექტორის მოადგილე.

წინა წლებში მას, ასევე, ეკავა ,,საქრუსენერგოს“ შესყიდვების სამსახურის უფროსის, ასევე „ხრამჰესი 1-ისა“ და ,,ხრამჰესი 2-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

აქამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები იყვნენ მარიამ ვალიშვილი, ირაკლი ხმალაძე და თორნიკე რიჟვაძე. ხმალაძემ თანამდებობა ცოტა ხნის წინ, ვალიშვილმა კი დღეს დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები