მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს შვილიშვილის შეძენას ულოცავს და ბედნიერებას უსურვებს.
„ქალბატონი ეკა ხვედელიძე და ბატონი ბიძინა ივანიშვილი ორგზის ბებო და ბაბუ გახდნენ.
ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს მეორე ვაჟი, დადუ შეეძინათ.
ფოტო: ბერა და ნანუკას მეორე შვილი, დადუ ივანიშვილი დაიბადა
პატარასთან ერთად პირველი ფოტოები უკვე გადაიღო პატარა ბერუკამ.
გილოცავთ მთელ ოჯახს! სულ ბედნიერები იყავით! გფარავდეთ უფალი!“, – წერს ენძელა მაჭავარიანი.
ბერა ივანიშვილსა და ნანუკა გუდავაძეს მეორე შვილი, 20 მარტს შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაცია წყვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მეორე შვილს მშობლებმა დადუ დაარქვეს.
?ქალბატონი ეკა ხვედელიძე და
ბატონი ბიძინა ივანიშვილი
ორგზის ბებო და ბაბუ გახდნენ.
?ბერა ივანიშვილს და
ნანუკა…Posted by ენძელა მაჭავარიანი on ოთხშაბათი, 22 მარტი, 2023
ცნობილია, რომ ოჯახი საქართველოში არ იმყოფება. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში კორეაში იყვნენ, მოგვიანებით კი ბრაზილიაში გააგრძელეს ცხოვრება.