ფიფას ვერსიით, 2017-2018 წლების სეზონის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება კრიშტიანო რონალდო გახდება, – წერს გაზეთი Marca.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 23 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება, მაგრამ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ The Best-ის პრიზს სწორედ პორტუგალიელი მიიღებს.
შეგახსენებთ, ამ ნომინაციაში მისი კონკურენტები არიან „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი და პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი.
შეგახსენებთ, რომ უეფას ვერსიით, რონალდომ წელს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მოიგო.
ასევე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საუკეთესო მწვრთნელი გახდება „რეალის“ დამრიგებელი ზინედინ ზიდანი. ამ ნომინაციაში სხვა პრეტენდენტები არიან: „იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი და „ჩელსის“ თავკაცი ანტონიო კონტე.
პირველად გამოვლინდება სეზონის საუკეთესო მეკარე. ამ პრიზს მიიღებს „იუვენტუსის“ კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი.
და კიდევ, გამოცხადდება სეზონის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ხუთი წევრი „რეალიდან“ იქნება – სერხიო რამოსი, მარსელო, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი და კრიშტიანო რონალდო.