LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენ ჰეთეუეი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა

142

ამერიკელი მსახიობი ენ ჰეთეუეი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა, გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსახიობი დიდი ხანია, ქალებისა და გოგონების უფლებებს იცავს.

ენ ჰეთეუეი გაამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ დეკრეტულ შვებულებაში დედების და მამების გაშვება საუკეთესო გზა იქნება დამსაქმებლებისთვის იმის დემონსტრირებისთვის, რომ მათთვის გენდერული თანასწორობა ძალიან მნიშვნელოვანია.

გაერო-ს კეთილი ნების ელჩობა, მსახიობის თქმით, დიდი პატივია და ბედნიერია, რომ მიეცა საშუალება, მეტი იმუშაოს გენდერული თანასწორობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები