LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენ ჰეთეუეი ძველი წონის დაბრუნებას ცდილობს

149

24 მარტს ენ ჰეთეუეი დედა გახდა, ერთი თვის წინ პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებზე კი ჩანს, რომ მისი მუცელი ფორმაში კვლავ არ არის. მსახიობი არ აპირებს, ჭარბ წონას შეეგუოს, თუმცა ძველი ფორმის დაბრუნება საკმაოდ ძნელი საქმე აღმოჩნდა.

ელენ დეჯენერესთან გადაცემაში მან გულახდილად ისაუბრა, როგორ ცდილობს წონასწთან ბრძოლას. ვარსკვლავმა აღნიშნა,რომ ორსულობა და შვილის, ჯონათან როუზბენქსის გაჩენა დაეხმარა, სხეულის შეცვლილ ფორმებს შეგუებოდა.

მსახიობის თქმით, აქამდე ვერასოდეს მიიღო ვარჯიშის გადაწყვეტილება, თუმცა ახლა ხვდება, რომ აუცილებელია ფიზიკური დატვირთვაც იმისთვის, რომ სასურველი წონა დაიბრუნოს.

„მძიმე ჰანტელებით ვერ ვვარჯიშობ, თუმცა არც ისე დიდი ხანია, რაც ვიმშობიარე და ეს მამშვიდებს. აღარ მადარდებს, როგორ გამოვიყურები სველ მაისურში, ის, რომ დედა გავხდი, ყველაფერს მავიწყებს,“ – ამბობს ენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები