ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში სოფო კილაძის ინიციატივას პასუხობს სექსუალურ აღზრდასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, კვიციანისთვის ეს ინიციატივა მიუღებელია. პარლამენტარი წერს:
“იქნებ, მშობელი არ ჰყავს, რომ აუხსნას!ქალბატონო, ბუნების წინააღმდეგ რატომ ცდილობთ წახვიდეთ?უფალმა რაც დააწესა, იმას რატომ უპირისპირდებით?!კაცისა და ქალის ცხოვრებაში ყველაფერი ნაბიჯ -ნაბიჯ, თანამიმდევრობით უნდა განვითარდეს, რომ ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბდეს, თქვენ რა გინდათ, მოვლენებს გაასწროთ?!მოვლენების გასწრებას არაფერი დადებითი არ მოჰყვება! რატომ აქვს ადამიანს თავი, 1 წლიდან 12 წლამდე ყველაზე მაგარი, ანუ დაცული ტრავმისაგან?!იმიტომ, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი წაქცევა.14 წლის ასაკია მამრისთვისაც და დიაცისთვისაც, მომწიფების პერიოდი რომ ჰქვია, თუ მათ ნაადრევი ინფორმაცია არა აქვთ მიღებული, რასაც დღეს უცხოეთიდან ცდილობენ მოგვახვიონ თავს (ინტერნეტის საშუალებით, პორნო რეკლამები). დააკვირდით, რაც უფრო ჩქარობთ, წახვიდეთ წინ, მით უფრო უკან მივდივართ, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით!შეჩერდით! ნუ ეწინააღმდეგებით უფლის წესებს! მისი პასუხი მტკივნეულია და კიდევ უფრო გამკაცრდება, თუ გონს არ მოეგეთ!!! უფალს ებარებოდეთ, ქმრებზე ამხედრებულო დედაკაცებო!!!”
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2143879249255612&id=100009006727100&__xts__[0]=68.ARAy8_t8oPJ7sHkCVUh_qP1PhHNI6xRS1CVb7X9JpW4Yo0uNZiqK5DfpxCGzrO56U03JxkPoMtS_0NzwFREpqIE-iM-3zlmUKZ6VPJPXljQr-xbfEzJPF9wvdOqfGu0Vr3MgAX7RgwId2KFFWtm7j8fg-xA10rXAM-km5toOZSqSCC-7aAIEMGHq8-YaHJ0xrdwFP79yJHWmQ4e7ry3yd1Qi_Gi0BPLYmzXviLmmsAbYAMF6szai5miXszB0TioYyqjsd7wSK5TuGI75HeLuky7k4aoLnknE9i4jyiptBfIp0zL2MMVb1KlvI13fe-xyAspZg6XfB7ofs9vs2Pe3df9V_9x6oMTeHl9GbA&__tn__=-R