LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური ვიდეო: ამერიკაში ემიგრანტ დედებს იქ მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა შვილების სახელით ყვავილები მიართვა

2255
news234345

აშშ-ში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგრო შეკრიბა იქ მცხოვრები რამდენიმე ქალბატონი და დედების დღე ყვავილების თაიგულებით და სპეციალური მათთვის შექმნილი ფოტოკოლაჟით მიულოცა.

„დილით პოსტი დავუწერე დედას, წინასწარ მივულოცე 3 მარტი, გავსკდი ტირილით, გამახსენდა 5 წლის შემდეგ ჩვენი შეხვედრა. წარმოვიდგინე, რამდენი დედის დღე გამოტოვეს ჩემმა მეგობრებმა შვილების გარეშე, რამდენი წელია შვილის ხელით თაიგული არ მიუღიათ. შემდეგ უცბად და დაუგეგმავად, გავვარდი ყვავილების მაღაზიაში, მოვიძიე ჩემი მეგობრების შვილების ფოტოები, გავიგე მათი სახელები და ჩვეულებისამებრ, დავპატიჟე საღამოს ყავაზე, ისე რომ ეჭვი არავის აეღო. ყველაფერი ერთ საათში მოვასწარი.

ყველა 7 საათზე მოვიდა, არაფრით გამორჩეული საღამო კი ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ყველაფერს ვიდეოში ნახავთ, მანამდე კი ერთს გეტყვით: რაც მე დღეს საკუთარ სახლში ვნახე, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჩემი მეგობრები, რომლებიც მუდამ მხიარულები, ხალისიანები, მომღიმარი არიან, თურმე რამხელა დარდს ატარებენ გულით.

“შენ რა გიჭირს, ამერიკაში ხარო” – ჩვენ მარტოობა გვიჭირს – საკუთარი შვილების, დედების, მამების გარეშე. ჩვენ ოჯახის სითბოს და სიყვარულს მონატრებული ემიგრანტები ვართ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები