სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 47 წლის მსახიობი, ჯუდ ლოუ მეექვსე შვილის მამა გახდება. ვარსკვლავი და მისი მეუღლე, 32 წლის ფილიპა კოანი პირველ შვილს ელოდებიან.
ფოტო: ჯუდ ლოუ მეექვსე შვილის მამა გახდება
ფილიპასთვის ეს პირველი შვილი იქნება, ხოლო ჯუდ ლოუს პირველი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს
გუშინ წყვილი ლონდონის ქუჩებში, ხელიხელჩაკიდებული დააფიქსირეს. რაღაც მომენტში ჯუდ ლოუ შეჩერდა და ორსული მეუღლის მუცელს მოეფერა, ფოტოები საოცრად ემოციური გამოვიდა.
წყვილს ყოველდღიური ტანისამოსი ეცვა – ჯუდს მუქი ფერის ჰუდი, ხოლო ფილიპას ზოლებიანი მაისური, მათ მსგავსი სტილის შარვლები ეცვათ.
შეგახსენებთ, ჯუდი და ფილიპა ერთი წლის დაქორწინდნენ, ფილიპასთვის ეს პირველი შვილი იქნება, ხოლო ჯუდ ლოუს პირველი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს.