LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური ფოტო: ექიმი კოვიდინფიცირებულ მოხუცს ანუგეშებს

737
Screenshot-3

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ფოტო, სადაც ჰიუსტონის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის უფროსი ექიმი ჯოზეფ ვერონი ინფიცირებულ მოხუცს ანუგეშებს.

ექიმმა ფოტოს ისტორიის შესახებ  BBC-სთან ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მოხუცი საოცრად მარტოსული იყო და ტიროდა. როცა მასთან მივიდა და ჰკითხა რა ატირებდა, მან მოიგო რომ მეუღლესთან ყოფნა სურდა.

„80 წლამდე მოხუცი დავინახე, ბავშვივით ტიროდა. ვკითხე რა ატირებდა და მიპასუხა, რომ მეუღლესთან ერთად ყოფნა უნდოდა.

ეს სიტყვები გულში ჩამრჩა და ვფიქრობდი მარტოსულ მოხუცებზე, რომლებიც იზოლირებულები არიან და თავიანთ მარტოობას ორმაგად განიცდიან.

თან როდესაც მოხუცი ხარ და მიჩვეული ხარ, თუნდაც შენს ცოლთან ერთად ყოფნას, უეცარი იზოლაცია მარტოსულობის შეგრძნებას ამძაფრებს. მოწყვეტილი ხარ გარესამყაროსგან და არავინ გკითხულობს გარდა ექიმებისა.

ამ ყველაფერზე რომ დავფიქრდი, უფრო მეტად განვიცადე მოხუცის მდგომარეობა,”- ამბობს ჯოსეფ ვერონი.

აღსანიშნავია, რომ მოხუცი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ექიმი ჯოზეფი კი უკვე 259-ე დღეა აგრძელებს ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ.

ექიმი BBC-სთან ჰყვება, რომ ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა. ერთი მხრივ ებრძვის კორონავირუსს, დაინფიცირებული ადამიანების გამოჯანმრთელებას ცდილობს და მეორე მხრივ იმ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ და არ ცდილობენ რეკომენდაციების შესრულებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები