„ემოციების ქვეშ ვარ, დღეს მგონი, პირველად დავიძინებ ადამიანურად“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის დაგეგმვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია. გიორგი სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექიმები ძალიან კვალიფიციურები არიან და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
მიხეილ სააკაშილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა
„ემოციების ქვეშ ვარ, დღეს მგონი, პირველად დავიძინებ ადამიანურად. იმიტომ, რომ ჯანმრთელობა მიშასი არის ახლა ყველაზე მთავარი. იმიტომ, რომ ჩამოვიდა საქართველოში თავისი ნებით, ყველაფრისთვის მზად იყო და მზად არის სამართლიანი სასამართლოსთვის. ჩემი აზრით, უნდა იყოს საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ სასამართლო სამართლიანად ჩატარდეს. დანაშაული ნამდვილად არაფერში მიუძღვის, მაგრამ “ქართულ ოცნებას” რომ დაანახოს, არის აბსოლუტურად უდანაშაულო და ქართველი ხალხის მხარდაჭერა რომ განიმტკიცოს. ეს ჰოსპიტალი აშენებული არის მიშას პრეზიდენტობის დროს, საკმაოდ გამართული ჰოსპიტალია და დარწმუნებული, ვარ ექიმების არიან ძალიან კვალიფიციური და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“,- ამბობს გიორგი სააკაშვილი.