28 ივლისს, „ემის“ რიგით 72-ე დაჯილდოების ნომინანტების სია გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ „ნეტფლიქსმა“ ტელეარხებსა და სტრიმინგებს შორის ყველაზე მეტი, 160 ნომინაცია მოიპოვა.
რაც შეეხება კონკრეტულად სერიალებს, დრამატული სერიალის კატეგორიებში „ნეტფლიქსის“ „ოზარკი“ და HBO-ს „მემკვიდრეობა“ ლიდერობენ, ორივეს 18 ნომინაცია მიენიჭა, მათ 15 ნომინაციით „მანდალორელი“ და „შითს ქრიკი“ მოსდევთ, კომედიურ ჟანრში 20 ნომინაცია „ამაზონის“ „საოცარი მისის მეიზელმა“ მოიპოვა.
„ემის“ 72-ე დაჯილდოება, 20 სექტემბერს ABC-ზე გაიმართება, მისი წამყვანი ჯიმი კიმელი იქნება.
ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო დრამატული სერიალი
- უმჯობესია დაურეკოთ სოლს (AMC)
- გვირგვინი(Netflix)
- მხევლის წიგნი (Hulu)
- ევას მკვლელობისას (BBC America/AMC)
- მანდალორელი (Disney Plus)
- ოზარკი (Netflix)
- უცნაური ამბები (Netflix)
- მემკვიდრეობა (HBO)
საუკეთესო კომედიური სერიალი
- შეაჩერე შენი ენთუზიაზმი (HBO)
- ჩემთვის მკვდარი (Netflix)
- კარგი ადგილი (NBC)
- თეთრი ყვავი(HBO)
- კამინსკის მეთოდი (Netflix)
- საოცარი მისის მეიზელი(Amazon Prime Video)
- შითს ქრიკი(Pop TV)
- რას ვაკეთებთ სიბნელეში (FX)
საუკეთესო კაცი მსახიობი დრამატულ სერიალში
- ჯეისონ ბეიტმანი (ოზარკი)
- სტერლინგ კ. ბრაუნი (ეს ჩვენ ვართ)
- სტივ კარელი (დილის შოუ)
- ბრაიან კოქსი (მემკვიდრეობა)
- ბილი პორტერი (პოზა)
- ჯერემი სტრონგი (მემკვიდრეობა)
საუკეთესო ქალი მსახიობი დრამატულ სერიალში
- ჯენიფერ ენისტონი (დილის შოუ)
- ოლივია კოლმანი (გვირგვინი)
- ჯოდი კომერი (ევას მკვლელობისას)
- ლორა ლინი (ოზარკი)
- სანდრა ოუ (ევას მკვლელობისას)
- ზენდეია (ეიფორია)