კორონავირიუსის პანდემიის გამო, თვითიზოლაციაში მყოფი მუსიკალური არტისტები საზოგადოებას თავისი გემოვნებით შედგენილ კომპოზიციების ფლეილისტს ხშირად უზიარებენ. აი მაგალითად, გასულ თვეს თვითიზოლაციაში მოსასმენი ფლეილისტი ლეგენდარული ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა და 16 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი ჯგუფის, Foo Fighters-ის ფრონტმენმა, დეივ გროლმა შემოგვთავაზა.
თვითიზოლაციაში მოსასმენი ფლეილისტი დეივ გროლისგან
არტისტის ფავორიტ ტოპ-10 კომპოზიციას შორის ისეთი მუსიკოსები მოხვდნენ, როგორებიც The Beatles და Alice Cooper არიან
ახლა კი კარანტინში მოსასმენ კომპოზიციებს ჰიპ-ჰოპ არტისტი, ემინემი გვირჩევს.
ფლეილისტში 38 კომპოზიცია შედის, სიაში ისეთი არტისტები მოხვდნენ როგორებიც არიან: Beastie Boys, Big Daddy Kane, Mobb Deep, 2Pac, DMC და ა.შ…