LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილიანო სალას მამა გულის შეტევით გარდაიცვალა

280
0_saladad

ავიაკატასტროფაში დაღუპული არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას მამა შვილის დაღუპვიდან სამი თვის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა.

ჰორაციო სალამ მწუხარებას ვერ გაუძლო.

უფროსი სალა 58 წლის იყო. სიკვდილის დროს შინ იმყოფებოდა, ქალაქ პროგრესოში.

ინფორმაცია დაადასტურა ქალაქის მერმა ხორხე მიულერმა, რომელიც რადიოთი გამოვიდა.

“ჰორაციოს ცოლმა დილის 5-ზე დამირეკა, ექიმები უკვე იქ იყვნენ. როდესაც მასთან მივედი, ის უკვე გარდაცვლილი იყო”, – მოყვა მერი.

 

 

შეგახსენებთ, 28 წლის ემილიანო სალა 22 იანვარს დაიღუპა, როდესაც ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა.

ფეხბურთელი უელსურ კლუბში გადავიდა და თანაგუნდელებთან დამშვიდობების შემდეგ საფრანგეთიდან მიფრინავდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები