ემილია კლარკი ესპანური ,,ვოგის” მაისის ნომრის სახეა. გამოცემის ახალ ნომერში, ,,სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი რამდენიმე ეფექტური ლუქით წარდგება.
გაირკვა, რომ ფოტოებზე, რომლებიც ტომას უაითსაიდმა გადაიღო, ინგლისელი მსახიობი ,,ვალენტინოს”, ,,დიორის”, ,,ჟივენშის”, ,,არმანისა” და კაროლინა ჰერერას კაბებით პოზირებს.
ცნობისთვის, ესპანური ,,ვოგის” სახე აპრილში, პენელოპე კრუსი იყო.