თებერვლის ბოლოს, ემილი რატაჟკოვსკიმ სებასტიან ბინ-მაკლარდზე იქორწინა. მას შემდეგ ლამაზმანი რამდენიმე ოფიციალურ წვეულებაზე გამოჩნდა და დროებით უარი თქვა შიშველ ფოტოებზე, თუმცა როგორც ჩანს, თავშეკავება დიდხანს არ გაგრძელებულა.
ემილიმ გააზიარა ფოტო, სადაც ის აუზში სრულიად შიშველი ბანაობს. თაყვანისმცემლების ნაწილმა ფოტო მოიწონა, ნაწილი კი თვლის, რომ მოდელი გათხოვილი ქალისთვის შეუფერებლად იქცევა.