პირველი მსახიობი, რომელმაც 2017 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი მიიღო, ვიოლა დევისი იყო. შემდეგი კი მსახიობი ემი ადამსი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ადამსი – ჰოლივუდის იმ იშვიათ მსახიობებს განეკუთვნება, რომელიც მასშტაბურ ბლოკბასტერებში იშვიათად მონაწილეობს. ის უპირატესობას წყნარ და ლაკონურ ფილმებს ანიჭებს, როგორიც არის „დიდი თვალები“ ან „ღამის ცხოველები“.
შეგახსენებთ, რომ ემი ადამსი ხუთჯერ იყო „ოსკარზე“ ნომირირებული, მიღებული აქვს ორი „ოქროს გლობუსი“ ფილმებისთვის „ამერიკული აფერა“(2013) და „დიდი თვალები“ (2014).