LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ემბავუდმა” ახალი მოდელების წარმოება დაიწყო

458

ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ ”ემბავუდი” ახალი მოდელების წარმოება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”ემბაუდმა” რბილი ავეჯისა და საძინებლების განახლება დაიწყო.

”ამ ეტაპზე გვაქვს სრულიად ახალი მოდელის 5 დივანი და 4 მოდელის საძინებელი.  ეს მოდელები შექმნილია სრულიად ახალი კონსტრუქციით, თანამედროვე და უახლესი ფერებით”, – აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით,  ახალი მოდელების ფასი იგივეა, რაც ძველების შემთხვევაში იყო.  როგორც ”ემბავუდში” განმარტეს, ლარის დევალვაციას მათი ავეჯის გაძვირება არ გამოუწვევია და კომპანია მომხმარებელს საკუთარ პროდუქციას იმავე ფასად სთავაზობს.

კომპანია ”ემბავუდი” აზერბაიჯანული ინვესტიციებითაა შექმნილი და ის 1996  წელს დაარსდა. კომპანიას  საქართველოს გარდა, ქარხნები აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქეთსა და უკრაინაშიც აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები