LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰარაში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს

82
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა საჰარაში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

საქმე ეხება ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრავის, რომელიც საჰელის რეგიონში მოქმედი, „ისლამური სახელმწიფოს“ საჰარის ფრთის ლიდერი იყო.

მაკრონს ოპერაციის დეტალებზე არ უსაუბრია. საჰელის რეგიონში საფრანგეთმა მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია 2014 წელს დაიწყო.