ემა უოტსონმა მილიონი ფუნტი სტერლინგი, რაც დაახლოებით 1,4 მილიონი დოლარის ექვივალენტია, სექსუალური შევიწროების შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადარიცხა.
ამ გზით, უოტსონი დაახლოებით 200-მდე ვარსკვლავის სიას შეუერთდა, მათ შორის ემილია კლარკსა და ოლივია კოულმანს, რომლებმაც ორგანიზაციას Time’s Up ღია წერილი მისწერეს და რომელიც გამოცემა The Observer-ში გამოქვეყნდა:
„სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც სექსუალური შევიწროება უხერხული ხუმრობა იყო. ამის შესახებ არავინ საუბრობდა. 2018-ში ჩვენ გავიღვიძეთ სამყაროში, რომელიც ცვლილებებისთვის მზად არის“.