LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა სთოუნი და რეიჩელ ვაისი ულამაზეს კაბებში ფილმის პრემიერაზე (ფოტო)

440

ლონდონში BFI-2018-ის კინოფესტივალზე ახალი ისტორიული დრამის, „ფავორტის“ პრემიერა შედგა. იორგოს ლანტიმოსის ფილმის ჩვენებას მთელი შემოქმედებითი გუნდი დაესწრო. მათ შორის ემა სთოუნმი, რეიჩელ ვაისი და ოლივია კოლმანი. ემა სთოუნი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა ვერცხლისფერ ბრჭყვიალა საღამოს კაბაში, რომელიც მკვეთრ მაკიაჟთან ჰქონდა შეხამებული. „ალექსანდრ მაქკუინის“ ბორდოსფერ მბზინავ კაბაზე შეაჩერა არჩევანი 48 წლის რეიჩელ ვაისმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მეორედ გახდა დედა. ასევე ვერცხლისფერში იყო გადაწყვეტილი „ემისა“ და „ოქროს გლობუსის“ ლაურიატი ოლივია კოლმანი.

რაც შეეხება თავად ფილმს, ის დედოფალ ანასა და მის კარზე მომუშავე ქალების, ჰერცოგინია მალბოროსა და ებიგეილის შესახებ გვიყვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები