ემა რობერტსისა და ივენ პიტერსის 7 წლიანი რომანი დასრულდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობაში ხშირი იყო სკანდალები, მათი დაშორება საზოგადოებას არ გაჰკვირვებია. 2013 წლის ივლისში, ამერიკელმა მსახიობებმა ისე იჩხუბეს, რომ ემამ ევანს ცხვირი გაუტეხა, რის გამოც რამდენიმე საათი პოლიციის განყოფილებაში გაატარა.
არასტაბილურობის მიუხედავად, მათი სასიყვარულო ისტორია წლების განმავლობაში მაინც გრძელდებოდა. ცნობილია, რომ ჯულია რობერტსის ძმისშვილმა და პიტერსმა ერთმანეთი ფილმის ,,ზრდასრული სამყარო” გადაღებებზე გაიცნეს. ისინი 2014 წელს დაინიშნენ, თუმცა როგორც ინსაიდერი ამბობს, ამჯერად ყველაფერს საბოლოო წერტილი დაესვა და ნიშნობაც გაუქმდა.
ემასთან დაახლოებული წყაროს ცნობითვე, გოგონა ახლა გარეტ ჰედლუნდს ხვდება. ინფორმაცია ახალი რომანის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
შეგახსენებთ, რომ ემა რობერტსისა და ივენ პიტერსის რომანი 2012 წელს დაიწყო.