ლონდონში „ნეტფლიქსის“ ცნობილი სერიალის „გვირგვინის“ მეოთხე სეზონის გადაღებები მიმდინარეობს. დედოფალ ელისაბეტის როლში მაყურებელი ამჯერადაც ოსკაროსან ოლივია კოლმანს იხილავს. ბოლოს წინა სეზონი პრინცესა დაიანას გარშემო განვითარებულ მოვლენებზეა აგებული. ცნობილია, რომ დაიანას როლზე ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი ემა ქორინი დაამტკიცეს.
გამოცემა „დეილი მეილი“ ავრცელებს კადრებს გადასაღები მოედნიდან. სერიალში ამჯერად პრინცესა დაიანა ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტსა და ოფიციალურ ვიზიტს იღებენ. ლეიდი დი 1989 წელს ბრუკლინის მუსიკალურ აკადემიას სტუმრობდა.
ემა ქორინი ფოტოებზე ბრწყინავდა თეთრი ფერის ზუსტად ისეთ კაბაში, რომელიც ამ ვიზიტისას პრინცესა დაიანას ეცვა. კაბა ვიქტორ ედელშტეინის დიზაინითაა შექმნილი და ფილმის ავტორებმა ის ერთი-ერთში გაიმეორეს. სერიალში ამჯერად პრინცესა დაიანას აკადემიის შენობაში შესვლისა და ხალხთან შეხვედრის სცენას იღებენ.