LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელვის პრესლის შვილიშვილმა ბებიას სასამართლო დავა მოუგო და შეურიგდა

275
პრისცილა პრესლი

პრისცილა პრესლი და რაილი კიო შერიგდნენ. ელვის პრესლის ცნობილი მეუღლე და როკ-ენ-როლის მეფის შვილიშვილი ამ დრომდე სასამართლოში დაობდნენ. პრისცილა შვილიშვილს, დედის ანდერძის გამო ედავებოდა და მის ანულირებას ითხოვდა. დავა მსახიობ რაილი კიოს სასარგებლოდ დასრულდა.

ამჯერად 77 წლის პრისცილა და მისი უმშვენიერესი შვილიშვილი უკვე Emmy-ის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ. როგორც ჩანს, კონფლიქტი საბოლოოდ ამოწურულია. პრისცილა შავი ფერის ორეულში ბრწყინავდა, რაილი კიო კი, ულამაზეს ატლასის კაბაში.

ფილმის „პრისცილა“ პრემიერაზე, რეჟისორი სოფია კოპოლა ელვის პრესლის მეუღლესთან ერთად მივიდა

ლიზა მარია პრესლის უფროსი ქალიშვილი, რაილი კიო, რომელიც ეკრანზე და ცხოვრებაში ერთნაირად ბრწყინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები