LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელტონ ჯონისა და მისი მეუღლის სპორტულ-კლასიკური შოპინგი (ფოტო)

103

სამშაბათს დილით პაპარაცებმა ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი მეუღლესთან, დევიდ ფურნიშთან ერთად გადაიღეს. 68 წლის მუსიკოსი და მისი 53 წლის მეუღლე ბევერლი-ჰილზის მაღაზიებში საშოპინგოდ გამოვიდნენ და არ მორიდებიან პაპარაცებს. ელტონ ჯონმა ცოტა ხნის წინ გაწყვიტა ურთიერთობა მენეჯერთან, გარი ფეროუსთან, რომელთანაც 35 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ მეუღლეებმა რადიკალურად განსხვავებული ჩაცმის სტილი აირჩიეს. ელტონ ჯონი კლასიკურ ბრიტანულ პიჯაკში იყო გამოწყობილი, მაშინ როცა ფურნიში სპორტული სტილის სამოსით გამოვიდა საყიდლებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები