LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელტონ ჯონის ქმარი ამბობს, რომ პუტინი “ძალიან საყვარელია”

234

დიდი ხანია, ელტონ ჯონი გეგმავს, რუსეთს ესტუმროს და ვლადიმერ პუტინს სექსუალური უმცირესობების უფლებებზე ესაუბროს. სანამ მომღერალი დიალოგისთვის ემზადება, მისი ქმარი, დევიდ ფერნიში აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ძალიან საყვარელია“.

პუტინსა და ელტონ ჯონს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა, მანამდე კი ცნობილ ბრიტანელ მომღერლებს რუსმა პრანკსტერებმა ქვეყნის პრეზიდენტის სახელით დაურეკეს და ესაუბრნენ.

„ეს მხოლოდ მხიარული ხუმრობა იყო, თუმცა ჰომოფობია სულაც არ არის სასაცილო. მე მიყვარს რუსეთი და ძალიან მინდა, შევხვდე პუტინს, რათა ლგბტ თემის უფლებებზე ვესაუბრო, რადგან მათი დაცვის საკითხი ქვეყანაში კვლავ მწვავედ დგას,“ – განაცხადა ელტონ ჯონმა.

ამის შემდეგ კი მომღერალს ნამდვილად დაურეკა რუსეთის პრეზიდენტმა. ელტონ ჯონის ქმარი ჰყვება, რომ მათზე პუტინმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.

„ვლადიმერი ძალიან საყვარელია. მან და ელტონმა ისაუბრეს ტელეფონით, კრემლს ამისი დადასტურება შეუძლია. ახლა ისინი ცდილობენ, დაარეგულირონ საკუთარი გრაფიკი, რათა პირისპირ შეხვედრა შეძლონ. გაგიკვირდებათ და პუტინი ძალიან ყურადღებიანი  და თავაზიანი იყო საუბრისას. მე არ ვსაუბრობ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, მე ვსაუბრობ ჩემს შთაბეჭდილებაზე მისი პიროვნების მიმართ, სატელეფონო საუბრის შემდეგ,“ – აღნიშნავს ფერნიში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები