ელტონ ჯონმა გადაწყვიტა, რომ ქონება მისი გარდაცვალების შემდეგ ქველმოქმედებისთვის მოიხმარონ, შვილებს კი მემკვიდრეობად სიყვარულს უტოვებს. 5 წლის ზაქარისა და სამი წლის ელაიჯას მამას სურს, რომ ბავშვებმა თავად გამოიმუშაონ საჭირო ფული. მემკვიდრეობა, რომელსაც ელტონ ჯონის შვილები ვერ მიიღებენ, 280 მლნ დოლარს შეადგენს.
„მათ უკვე აქვთ პრივილეგიები ცხოვრებაში. არ მოვიტყუები და არ ვიტყვი, რომ ისინი ჩეულებრივი ოჯახის ჩვეულებრივი ბავშვები არიან. ჩემი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე კი ისინი პატივს სცემენ შრომას და ფულს,“ – განაცხადა ელტონ ჯონმა.