სარდინიის სანაპირო იტალიაში, ის ადგილია, სადაც წელს ვარსკვლავებს მრავლად შეხვდებით. ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის შემდეგ პაპარაცების ობიექტივში ელტონ ჯონი მოხვდა. მომღერალი სარდინიის სანაპიროზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად ისვენებს.
ფოტოგრაფებმა 69 წლის ლეგენდარული მუსიკოსი იახტაზე გადაიღეს. ელტონ ჯონმა არც ამჯერად უღალატა თავის სტილს და წითელი პერანგით გამოჩნდა პაპარაცებთან, რომელზეც ყვავილები იყო ამოპრინტული. ცალკე კადრში მოხვდნენ ელტონის მეუღლე, 53 წლის დევიდ ფურნიში შვილებთან, ხუთი წლის ზაჩარისა და სამი წლის ელაიჯასთან ერთად.