მუსიკოსი ელტონ ჯონი და დრამატურგი პოლ რუდნიკი ბროდვეისთვის მიუზკლის „ეშმაკი ატარებს „პრადას“ დაწერენ. სიახლე ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით იქნება გადაღებული, რომელიც 2006 წელს გამოვიდა და სადაც მერილ სტრიპი, ენ ჰეთევეი და ემილი ბლანტი მონაწილეობდნენ.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ შეასრულებენ მიუზიკლში მთავარ როლებს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ჯონს ეკუთვნის მუსიკა მულტფილმისთვის „მეფე ლომი“ და მიუზიკლებისთვის „ბილი ელიოტი“ და „აიდა“. რაც შეეხება რუდნიკს, ის არის პიესების „ჯეფრი“ და „მე მძულს ჰამლეტი“ ავტორი და ფილმის „ადამსების ოჯახის ღირებულებები“ სცენარისტი.