ბერძნულმა ავიაკომპანია Ellinair-მა საქართველოს მიმართულებით ავიარეისები განაახლა. დღეიდან ავიაკომპანია ფრენებს თბილისის მიმართულებით, სალონიკისა და კუნძული კრეტადან განახორციელებს.
თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენა BOEING 737 – 30 ტიპის თვითმფრინავებით 21 მაისიდან 17 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება.
კუნძული კრეტას მიმართულებით კი რეისები 17 ივნისიდან დაინიშნება. ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები ათდღიანი სიხშირით, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით 30 სექტემბრამდე შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ რეისების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაღრმავებას.